4-იდან 12 ოქტომბრის ჩათვლით მესხიშვილის თეატრი პირველად მიემგზავრება საგასტროლო ტურნეში ორ ქვეყანაში. თეატრი სპექტაკლებს ბელორუსიაში ქალაქი მინსკში და ლიეტუვაში, ქალაქი კაუნასში წარადგენს.
როგორც მესხიშვილის თეატრში “მეგა ტვ”-ის განუცხადეს 5 ოქტომბერს მინსკში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ქუთაისის მესხიშვილის თეატრი ჰაროლდ პინტერისა და ვაცლავ ჰაველის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ ორ მოქმედებიან დრამას ,,DUPLET” შესთავაზებს მაყურებელს.
გასტროლის ფარგლებში ქუთაისის თეატრი 9 ოქტომბერს ბელორუს მაყურებელის წინაშე ჟერალდ სიბლეირასის ორ მოქმედებიან სპექტაკლს ითამაშებს აბსურდის ელემენტებით ,,ქარი ქრის ვერხვებში”.
10 ოქტომბერს ფლორიან ზელერის ერთ მოქმედებიან კომედიას ,,სიმართლე” წარადგენს.
12-იდა 15 ოქტომბრის ჩათვლით, მესხიშვილელებს ლიეტუვაში, კაუნასში ელოდებიან, სადაც 12 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ,,DUPLET” , 15 ოქტომბერს კი ,,სიმართლე”.
2018/2019 წლების თეატრალურ სეზონში თეატრმა მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე :-ბოსნია ჰერცოგოვინაში (სარაევო), სერბეთში (ბელგრადი), აზერბაიჯანში (ბაქო), გორში, ფოთში, ახალციხეში, თბილიში.