22 ივლისს მესხიშვილის თეატრი 160-ე თეატრალურ სეზონს ხურავს.
თეატრი სეზონს სპექტაკლით „კუ +კოკონა” დახურავს. დადგმა ეკუთვნის რეჟისორებს: კოტე აბაშიძესა და ლევან სვანაძეს. სპექტაკლი ეჟენ იონესკოს პიესის ,, ორთა ბოდვა” მიხედვითაა განხორციელებული.
სპექტაკლში მსახიობები მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე მონაწილეობენ.
დასაწყისი – 19:00 საათზე.
პანდემიის გამო ერთწლიანი პაუზის შემდეგ მესხიშვილის თეატრმა დარბაზში სპექტაკლების ჩვენება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. წარმოადგინა 5 პრემიერა.