სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმის შესახებ, რომ გერმანიიდან ერთ-ერთმა ქართველმა ქალმა დაურეკა და ბუჩაში თავისი ავტომობილი, რომელიც სპეციალურად ომის ფერებში შეხებეს საჩუქრად გაუგზავნა.
“საააააააააააგიჟეთი
რა აღარ მოხდა ჩვენს თავს, რამდენი უბედურება და განსაცდელი გადავიტანეთ, რამდენჯერ ცრემლები ვერ შეგვიკავებია, რამდენჯერ სიკვდილი გვინატრია, მაგრამ…მერე სულ ხდება ხოლმე ზღაპრული ამბები, რომლებიც სიცოცხლეს გვიბრუნებს და სიკეთის კეთებას უფრო გვანდებს…
მესიჯი მოვიდა გერმანიიდან, ნინო მქვიაო, მე და ჩემს მეუღლეს ბუჩას პროექტში გვინდა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთო, ჩვენი ავტომობილი კარგად შევღებეთო, მოვაწესრიგეთო და აგერ უკვე უკრაინაშია, უნდა გაჩუქოთო !!!
დაგიარათ ჟრუანტელმა ხო? მე კინაღამ ადგილზე მოვკვდი
ერთად ყველაფერი გამოგვივა
ჩემო კარგო ქვეყანავ” – წერს სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილი