ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეა – ინფორმაციას “ტოპნიუსი” ავრცელებს.
სკოლის დირექტორის თამაზ ჭაბუკიანის თქმით, ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში არ იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულს სიმპტომები არ აქვს და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
topnews.com.ge