LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მერიის უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ – სუს

მერიის უფასო სასადილოებიდან მილიონებს იპარავდნენ – სუს

დაპოსტა 2026/04/02-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სუს-ი ამბობს, რომ მოპარულია უფასო სასადილოებში გაჭირვებული ბენეფიციარების კვებისთვის გამოყოფილი მილიონები – დაკავებულია სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების 4 დირექტორი და ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით – 26 513 573 ლარი.

  • შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს.

დაკავებულებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი: სამეწარმეო სუბიექტისა და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიების ოთხი დირექტორი და კომპანიის ერთი თანამშრომელი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2026 წლებში შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის გაფორმდა, ჯამში, 12 ხელშეკრულება, რომლებიც შეეხებოდა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას, საერთო ღირებულებით – 26 513 573 ლარი.

შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორმა 22 სასადილოდან ოთხი, გამგეობებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, სამართავად გადასცა ქვეკონტრაქტორ კომპანიებს: შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონს“. გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი, აღნიშნულ კომპანიებთან ერთად, ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 3 529 000 ლარს.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს – კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება და კორუფციასთან ბრძოლას ექნება მუდმივი და შეუქცევადი ხასიათი”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ისნის რაიონის სოციალურად დაუცველთა სასადილოში “პირველებს” უდასტურებენ, რომ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
“შიდა გამოცდები გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა” – რა ხდება ქუთაისის 36-ე სკოლაში
მთავარი

შიდა გამოცდები და მისი სისტემა, სამწუხაროდ გადაიქცა მოსწავლეთა მომზადების მთავარ წყაროდ, ხშირად არის ნიშნებით მუქარა - ამის შესახებ N36-ე საჯარო სკოლის მშობლები "მეგა ტვ"-სთვის მოწერილ წერილში წერენ და განათლების სამინისტროს...

დაწვრილებითDetails

თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა კაცის ცხედარი, 1 აპრილს დილით, სახლის დიასახლისმა საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა...

დაწვრილებითDetails

ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს
მთავარი

ქართული ნიჭი საერთაშორისო ასპარეზზე – თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე იასპარეზებს საქართველოს კიდევ ერთი წარმატებული წარმომადგენელი საერთაშორისო ტექნოლოგიურ ასპარეზზე მიემგზავრება. ხონელი თორნიკე ბექაური MRC Global Olympiad 2026-ზე საქართველოს ეროვნული...

დაწვრილებითDetails

ბაღდათში, მაშველებმა მდინარეში ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში, მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოასვენეს. არსებული ინფორმაციით, სოფელ დიმში მცხოვრები, დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის ქალი ხიდიდან მდინარე ხანისწყალში გადახტა და დაიღუპა. სოფელში მერის...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
მოსალოდნელი ამინდის შესახებ  გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
ამინდი

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.   მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.   ბათუმშიც მზეა....

დაწვრილებითDetails

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 2, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სარისკო საქმეებისგან თავი შეიკავეთ, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ უფრო გამოცდილ პროფესიონალებს, ეს სასიკეთო იქნება თქვენთვის.   კურო   დიდი ალბათობით, დღეს, წარმატებით შეძლებთ თქვენი გეგმების განხორციელებას და შესაძლოა, კარიერულადაც...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
“მოსალოდნელია წვიმა და თოვლი” – ამინდის პროგნოზი
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე ზოგან...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 1, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს  უწყვეტ რეჟიმში ატარებენ. სამართალდამცავების მიერ,  ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"