ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ბაზრობის შესასვლელთან მშენებლობას 4 ხე შეეწირა. ინფორმაციას “მოძრაობა ჟურნალისტები მშვიდობისათვის” ავრცელებს.
“ქუთაისი, მერიის ახალი საჩუქარი ქუთათურებს. ესეც მერიის დანაპირები სკვერის არ გაყიდვის და ჯანსაღი ხეების არ მოჭრის შესახებ” – ვკითხულობთ ფეისბუკზე.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ აღნიშნული სკვერი გაშულ წლებში, მრავალწლიანი იჯარით არის გასხვისებული:
”ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ ქალაქში არცერთი სკვერი არ გასხვისდება. აღნიშნული სკვერი გასულ წლებშია გასხვისებული მრავალწლიანი იჯარით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი შეგიძლიათ გამოითხოვოთ მერიიდან.
ქუთაისის მერის ერთ-ერთი მთავარი დაპირება ქალაქის გენერალური გეგმაა, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი მწვანე ზოლის, სკვერების და მშნებლობის საკითხები. ამ დროისთვის ქუთაისში სულხან საბასა და ლეონიძის ქუჩებზე ორი მასშტაბური სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს” – აცხადებენ მერიაში.