ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ -ს წარმომადგენლებმა ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შესაძლო გასხვისებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. ისინი ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის შესახებ ადგილობრივ მთავრობას ინფორმაციის გავრცელებას სთხოვენ . თუ რა ფასად და რა საინვესტიციო პირობით იქნება გასხვისებული . მათი თქმით ქუთაისის თვითმმართველობა მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულია, მოქალაქეებს ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე ინფორმაცია მიაწოდოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , მერიის შენობა სხვისდება და მას ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს. მერია და გუბერნია კი მთავრობის სახლსა და კონტროლის პალატის შენობაში გადადის. მერიაში განმარტავენ, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.