სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის, მიმართ მადლობის წერილი:
„მახსოვს როგორ გავიცანი, ჩემმა ძმამ თორნიკე ყიფიანმა გამაცნო და გაცნობის დღიდან მადლიერი და აღტაცებული ვარ ამ ადამიანით. პირველივე დღიდან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი მაშინ, როცა ეს მთელს ოჯახს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. აღსანიშნავი იყო, რომ მეორე ინსტანციაშიც და სტრასბურგამდეც კი (უსასყიდლოდ) გვერდში დგომა დამიფიქსირა. მაშინ, როცა იმედი უკვე თითქმის გადაწურული გვქონდა, შექმნა ერთ-ერთი თვალსაჩინო პრეცედენტი და ყველაფერი სასამართლოს დარბაზიდან განთავისუფლებით, მტკიცე გამარჯვებით დაასრულა. ალბათ, ეს სიმტკიცე და სწრაფვა სამართლიანობისკენ იყო მიზეზი იმ შედეგისა, რომელიც ჩვენს საქმეზე დააყენა.
დღეს ახლობელს ველაპარაკებოდი, ვახსენეთ ტატო, და ვიღაცაზე მომიყვა, იმათაც ასე დაეხმარაო და კიდევ ბევრი… ვიცი, რომ უკეთილშობილესი ადამიანია. მახსენდება ასევე ჯარისკაცი კობიაშვილის საქმე, როგორ მედგრად დგას მანდაც სამართლიანობის მხარდამხარ. მოკლედ, ვინც იცის და ვიცნობთ, ვიცით, რა ადამიანზე ვსაუბრობთ.
კიდევ ერთხელ, უდიდესი პატივისცემა და სიყვარული შენ ძმაო!“- წერს ტარიელ კაკაბაძის შესახებ ვახო თევზაძე სოციალურ ქსელში.