რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ისევ აფეთქებები იყო. მერმა, ივან ფედოროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ კვამლი შეინიშნებოდა ლოკომოტივების დეპოს ქვესადგურის ტერიტორიაზე. მისი ინფორმაციით, ქალაქის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილებში, ასევე, მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგია გაითიშა.
ქალაქის დე ფაქტო ადმინისტრაციამ, რომელიც ოკუპანტი რუსეთის მიერაა დანიშნული თქვა, რომ ოთხშაბათს დილით უკრაინელებმა დაბომბეს ლოკომოტივის დეპო. მათივე განცხადებით, ინფრასტრუქტურა დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.
მელიტოპოლში აფეთქებები იყო ორშაბათსაც.