გემზე თავდასხმის შემდეგ, ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი გემიდან ქართველი და ბერძენი ბიჭები გაუჩინარდნენ. მეკობრეთა თავდასხმა მათი გატაცებით დასრულდა და ამ დრომდე საბერძნეთი მათ კვალზე ვერ გადის.
როგორც ცნობილია გახდა, თავდასხმა აფრიკული ქვეყნის, ტოგოს ტერიტორიაზე განხორციელდა.
უცნობია, თუ რა ბედი ეწიათ საბერძნეთის, საქართველოს ერთ და ფილიპინების ორ მოქალაქეს, რომლებიც ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ტყვეობაში იმყოფებიან.
კომპანია კი, რომელიც აღნიშნულ გემს ფლობს, იტყობინება, რომ მაქსიმალური ძალებით ცდილობენ გატაცებულების უვნებლად დაბრუნებას, თუმცა, ვინაიდან გამტაცებლები კონტაქტზე არ გამოდიან, ყველა გზა მოჭრილია. ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მეკობრეთა მიზანი მხოლოდ ფინანსებს ეხება და თითოეული მათგანი ცოცხალია.