პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მედიის მიერ დამნაშავის ვინაობისა და ფოტოს გასაჯაროებამ აქტიურ ფაზაში მყოფ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებას ხელი შეუშალა.
„როგორც ჩანს, არის ინტერესი, რომ რაც შეიძლება გახანგრძლივდეს ამ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების წარმატებით დასრულება. ოპოზიციას, რომელსაც არანაირი შინაარსობროვი დღის წესრიგი არა აქვს, არ შეუძლია პროგრამის კომპონენტებზე დავა, ასეთი თემები სჭირდება, რათა აჟიოტაჟი შექმნას და პანიკის დანერგვის მცდელობები იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.










