კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის
სემინარი “Pitching101” ჩატარდა. სემინარს VRex Immersive-ის აღმასრულებელი
დირექტორი და Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური გაუძღვა,
რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის წარდგენის შესახებ, საკუთარი გამოცდილება
გაუზიარა.
შეხვედრაზე ტრენერმა სტარტაპ იდეის მოკლე დროში წარდგენის ეფექტური მეთოდები
და საუკეთესო მაგალითები, პრეზენტაციისას გასათვალისწინებელი რჩევები, ამბის
თხრობის სტილი და სხვა საკვანძო საკითხები მიმოიხილა.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების მხარდაჭერის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე
წელია, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.
21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი მინდაძეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციისთვის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა,...