“ბატონებო, ყველანი ღმერთისა და რაკეტების ქვეშ დავდივართ. სავსებით შესაძლოა წარმოვიდგინოთ რუსული გემიდან ჰიპერბგერითი “ონიქსის” მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით. მისი ჩამოგდება შეუძლებელია. და სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა NATO-ს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ. შეშინდებიან. შემბრალებელიც არავინ იქნება.” – წერს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.
ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა
ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...