ახალციხეში, მდინარე ფოცხოვში გოგონა ჩავარდა.
თვითმხილველების თქმით იგი გამვლელმა ამოიყვანა. ამ ეტაპზე ის კლინიკა „იმედში“ იმყოფება, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა გვითხრა გოგონა შოკურ მდგომარეობაშია.
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ ჩვენთან შემოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, როგორც ვიცით თვითმხილველმა ამოიყვანა. ჩვენთან შემოვიდა უგონო მდგომარეობაში, უკვე ჩაუტარდა შესაბამისი გადაუდებელი დახმარება. ამ წუთებში კონტაქტურია, იმყოფება მედიკამენტების ქვეშ. როგორც მკურნალი ექიმი აცხადებს მდგომარეობა უკეთესია. სხვა რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანში დატოვებს კლინიკას“,- აცხადებს გიორგი ბარძიმაძე.
წყარო:sknews.ge