22 წლის მარიამ რევიშვილი გადარჩენისვის იბრძვის. მას თავის ტვინის ანევრიზმა გაუსკდა. გოგონა გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხობს
“მარიამი ისევ აგრძელებს ბრძოლას – გადავარჩინოთ ერთად!

ეს მარიამია – 22 წლის ფერია გოგო, რომლის ოცნებები, მიზნები და სიცოცხლის სიყვარული ერთ წამში თავდაყირა დადგა.

13 თებერვალს, სრულიად მოულოდნელად, მარიამს დაუდგინდა თავის ტვინის ანევრიზმა, რამაც კომატოზური მდგომარეობა გამოიწვია. მას სასწრაფოდ ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია და გერმანიის კლინიკაში სიცოცხლისთვის იბრძვის.

დრო არ იცდის!

ბოლო დღეებში მდგომარეობა უმნიშვნელოდ დასტაბილურდა – მარიამს ვაზოსპაზმი მოეხსნა, მაჩვენებლები ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ პროცესი ძალიან ნელია.

კლინიკა კვლავ ელოდება თანხის ჩარიცხვას – სამწუხაროდ, დაზღვევამ პროცესი გააჭიანურა, ოჯახი კი ამ უზარმაზარ ხარჯს მარტო ვეღარ უმკლავდება.

მარიამის სიცოცხლის გადასარჩენად თითოეულ ლარს მნიშვნელობა აქვს!

თუნდაც მცირედი დახმარებით, შეგვიძლია მარიამს სიცოცხლის შანსი დავუბრუნოთ.

ჩარიცხვის რეკვიზიტები:

თიბისი ბანკი:

მიმღები: ფატმანი გარჩაგუდაშვილი (მარიამის დედა)

PayPal

Phatmani Garchagudashvili

ელ-ფოსტა:
fawiuu@yahoo.com

თქვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია – გაზიარება, კომენტარები, მხარდაჭერა! რაც მეტი ადამიანი გაიგებს, მით უფრო გაიზრდება შანსი, რომ მარიამი გადარჩეს!
გააზიარეთ, მოიწვიეთ მეგობრები, დაწერეთ კომენტარები!
ერთად შევძლებთ მარიამის გადარჩენისთვის ბრძოლას!
” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.