საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 33 ათასს აჭარბებს, რასაც თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ჯანდაცვის სექტორმა შესაძლოა ვერ გაუძლოს.
მისივე განცხადებით, არსებობს მეოთხე ტალღის დაწყებისა და ეპიდაფეთქების საშიშროება.
„მდგომარეობა უფრო სერიოზული გახდა. 5 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
ეს უახლოვდება იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა.
თუ ავიღებთ აქტიური შემთხვევების რაოდენობას, 33 ათასია, ცოტა მეტი. ჯერჯერობით ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი ციფრია.
მივაღწიეთ იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჯანდაცვის სექტორს შეიძლება გაუჭირდეს უკვე ასეთი დიდი ნაკადების შეუფერხებელი მართვა“, – განაცხადა ცერცვაძემ