LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რომელი ახალი კომპანია იმუშავებს გელათში რეაბილიტაციის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე

მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია-საპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2023/02/15-ში
A A
541
ნახვა
გაზიარება
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:
“⛪ გელათის საკათედრო ტაძრის 21-ე საუკუნის კრიზისი 2015-19 წწ. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო. ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა. ტაძრის სტრუქტურაში, სახურავზე წარმოებული სამუშაოებიდან და ბუნებრივი ნალექების ზემოქმედებიდან, წყლის ჩადინება – ინფილტრაცია დაიწყო. 2021 წლისთვის გელათის კედლის მხატვრობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ტაძრის ინტერიერში თავი იჩინა გამომარილებისა და მხატვრობის დაზიანების პროცესმა.
ამ პერიოდის შეფასებაში გაურკვეველი და ბუნდოვანი არაფერია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ მხატვრობის დაზიანების სირთულისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საჭირო იყო მაღალკვალიფიციური უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, რომელთაც შესაბამისი კომპეტენცია და ტექნიკური რესურსი ექნებოდათ და რომელნიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად უმკურნალებდნენ და გადაარჩენდნენ გელათის მხატვრობას.
სწორედ ამ ეტაპიდან იწყება დღევანდელ პოზიციათა სხვაობა, რომელიც უკავშირდება, 2021 წლის ზაფხულში, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის მოწვეული ჯგუფის მუშაობას.
მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოებისა, გელათის კედლის მხატვრობა კრიტიკულ მდგომარეობამდე მივიდა.
სახეზე გვაქვს არასრული, მწირი დოკუმენტაციის წარმოება. ამას ცხადჰყოფს ოთხივე მაღალკვალიფიციური დასკვნა, კერძოდ: სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედესი (რომელიც თავად კულტურის სამინისტრომ დაუკვეთა); საპატრიარქოს მიერ მოწვეული, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერების: ოსტინ ნევინის, ლორინდა ვონგის, სარა სტენიფორთის და ფრანჩესკა პიკეს ანგარიში; ასევე ჩვენი თხოვნით შესრულებული „იკომოს საქართველო“-ს კონსერვაციის კუთხით მომზადებული დასკვნა; და ასევე ჩვენი მიმართვის საფუძველზე, – ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი მოცულობითი ნაშრომი.
ეს ოთხივე ანგარიში ერთიან და იდენტურ პოზიციაში მოდიან იუნესკოს მიერ მოვლენილ ექსპერტთა დასკვნასთან, რომელთაც მათი მისია გელათში, 2022 წლის 28 ნოემბრისა და 2 დეკემბრის პერიოდში განახორციელეს.
მკაფიო საილუსტრაციოდ მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას იუნესკოს ექსპერტთა ანგარიშიდან:
„მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობაზე ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შეფასებას აფერხებს მათი მდგომარეობის შესწავლისა და შესრულებული ჩარევების დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა, ასევე ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის სიმწირე. შემაშფოთებელია დასავლეთ მკლავის ზედა ნაწილში კედლის მხატვრობაზე ჩატარებული გადაუდებელი ჩარევების დროს გამოყენებული ზოგიერთი მასალა და ტექნიკა. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაჭრას.“
„A thorough assessment of the conservation treatments undertaken on the mural paintings in the Main Church are hampered by the apparent lack of documentation related to their condition assessment and the past interventions, as well as by the lack of analysis of the plaster and painting techniques. Nevertheless, concerns can be confidently expressed regarding the approach and selection of some of the materials and techniques for emergency interventions on the wall paintings in the upper part of the west wing.“
შემდეგი:
„კიდევ ერთი დამაფიქრებელი საკითხია მხატვრობის მდგომარეობის შეფასებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აშკარა ნაკლებობა.“
„Another matter of concern is the apparent lack of documentation regarding the condition assessment of the mural paintings“.
შემდეგი:
„კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება ბათქაშისა და მხატვრობის ტექნიკის ანალიზის არარსებობას, განსაკუთრებით თაღების ზედა ნაწილებში, თუმცა იგი აუცილებელია ყველა მხატვრობისთვის, რადგან ფერწერის ტექნიკის, ცვლილებისა და დაზიანებების ფენომენების და შესაძლო საკონსერვაციო ზომების უკეთ შეფასებისა და კორელაციის უზრუნველყოფის შესაძლებლობას იძლევა.“
„Another issue of concern is the lack of analysis of the plaster and painting techniques, particularly of those in the upper parts of the vaults, but necessary for all mural paintings, in order to better assess and correlate painting techniques, phenomena of alteration and decay, and possible conservation treatment
ჩვენ არ შევდივართ კონსერვაცია – რესტავრაციისა და ხელოვნებათმცოდნეობის პროფესიული და მეცნიერული ტიპის მსჯელობასა და შეფასებებში, ეს ჩვენს კომპეტენციას სცილდება, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული, საერთაშორისო დონის ექსპერტთა და ქართველ მეცნიერთა ანგარიშების თანხვედრა, ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად მოქმედ სპეციალისტთა ჯგუფის მიერ საკონსერვაციო სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობას.
საჭიროა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოხდეს, გელათის რეაბილიტაციის ერთიანი მართვის გეგმით წარმოება. უნდა შეიქმნას საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო, რომელიც ჩვენი ქვეყნის დარგის მეცნიერებთან ერთად მჭიდრო კავშირით ითანამშრომლებენ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ და ადგილობრივ რესტავრატორების ინტეგრირებულ ჯგუფთან.
ასევე გვსურს გელათის ირგვლივ შექმნილ ზოგად პრობლემატიკასაც შევეხოთ.
იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევა საქართველოში მოხდა კულტურის სამინისტროს მიერ, მაგრამ გელათის პრობლემატიკის სიღრმისეული შესწავლისათვის უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ის 30.09.2022 წ.-ს გაგზავნილი წერილი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორის ბ-ნ ლაზარე ელუნდუ ასსომოსა და იკომოსის პრეზიდენტის ქ-ნ ტერეზა პატრიციას მიმართ. მისმა უწმინდესობამ ითხოვა, რომ საკითხი საფუძვლიანად შესწავლილიყო.
იუნესკოს მიერ მოწოდებული ანგარიშის მძაფრი კრიტიკულობიდან და ასევე ზემოთ ნახსენები სხვა საექსპერტო დასკვნებიდან და რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება.
მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით.
თხოვნით მივმართავთ პოლიტიკურ პარტიებს და ტელევიზიებს, თანაბრად ყველას, ნუ ვიქნებით მიკერძოებულები და ნუ მივუდგებით ამ ზოგად ქართულ საკითხს ჩვენი ვიწრო ინტერესებით. საპატრიარქო ყველა დაინტერესებულ მხარეს სთავაზობს თავისუფალ და მიუკერძოებელ დიალოგს. ვისაუბროთ მშვიდად და გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორი თანამშრომლობის შედეგად, შექმნილი კრიტიკული ვითარება დაძლევადი და მოგვარებადია. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს თხოვნას.”
May be an image of 1 person, outdoors and monument
თეგები: გელათისაპატრიარქო გელათზესაპატრიარქო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გაზიარება216

დაკავშირებული -პოსტები

სესი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 6, 2026
0
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა- რა იგეგმება იმერეთში
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით,...

დაწვრილებითDetails

უროლოგიის ცენტრში ხმაურია – გარდაცვლილია 23 წლის გოგო

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
მთავარი

ხმაური "უროლოგიის ცენტრში"  - ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი 23 წლის გოგოს ოჯახის წევრებმა კლინიკაში შუშები ჩალეწა. ახალგაზრდა ქალის სიკვდილში ოჯახი კლინიკის ექიმს ადანაშაულებს, რომელმაც პაციენსტ შარდ-კენჭოვანი ოპერაცია ჩაუტარდა - საუბარია ლაზერით დაშლაზე....

დაწვრილებითDetails

რას წერს ნინო ჩხეიძე ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
რას წერს ნინო ჩხეიძე ისრაელიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ
მთავარი

ნინო ჩხეიძე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს. „ჩემო ერთგულო გამომწერებო, მშვიდობით დავბრუნდი საქართველოში დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის და თბილი შეტყობინებებისთვის. ძალიან მიხარია ისევ თქვენთან ყოფნა,“ – წერს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს დღეს ერთი გრამი ოქრო?

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 100 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.58%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 83.89 დოლარი ღირს, რაც ერთ...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7-9 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. მათივე ცნობით, თბილისში 7 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 8-9 მარტს მცირე წვიმა და ქარია...

დაწვრილებითDetails

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე - ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს...

დაწვრილებითDetails

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 2 608 ლარი გახდა – „საქსტატი“

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2025 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 12.8 პროცენტით გაიზარდა და 70 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

საშიში პროდუქტების უმეტესობა ევროკავშირში ჩინეთიდან შედის – ახალი ანგარიში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 6, 2026
0
საშიში პროდუქტების უმეტესობა ევროკავშირში ჩინეთიდან შედის – ახალი ანგარიში
მთავარი

ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ბაზარზე შესული საშიში პროდუქტების შესახებ რეკორდული რაოდენობის შეტყობინება დაფიქსირდა. 🔎 ევროკავშირის Safety Gate სისტემაში გასულ წელს 4 671 გაფრთხილება დარეგისტრირდა - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია...

დაწვრილებითDetails

მასწავლებემა 14 და 16 წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლეები მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა – პროკურატურა

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 11 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
მარტი 6, 2026
0
საჩხერეში წითელი ნუსხით დაცული ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"