LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 1, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“მგონი, კორუფციას რომ ებრძვიან, ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან” – თემურ ჭყონია

დაპოსტა 2025/10/31-ში
53
ნახვა
გაზიარება

„ბიზნესი ვერ გრძნობს კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია – გზები არ შენდება, უხარისხოა, ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება?- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის პოზიციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ კორუფცია, შესაძლოა, არის, თუმცა ამას ბიზნესი ფართოდ ვერ გრძნობს.

თემურ ჭყონიას თქმით, მას ვერც წარმოედგინა, ქვეყანაში თუ ამ დონის კორუფცია არსებობდა.

„ბიზნესში შენ შეიძლება ვერ გრძნობ კორუფციას“, ეს რაღაც არასწორი გამონათქვამია. კორუფცია არის ქვეყნის ავადმყოფობა და თუ ამ ქვეყანაში ცხოვრობ, უნდა გაწუხებდეს. ამ მასშტაბის კორუფცია, რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ, არ ვიცი, რამდენი წელიწადია საქართველოში ვარ, ამდენ ადამიანს ვიცნობ ვისაც ხელი წაუცდება, მაგრამ თუ ამ დონის კორუფცია იყო, ასეთი თანხების, ვერც წარმომედგინა და ეს თანხები თუ არსებობდა საქართველოში, ესეც არ ვიცოდი.

შეიძლება კორუფცია შენ შენ თავზე ვერ იგრძნო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ასეთი დამღუპველი კორუფცია. როდესაც სკოლები არ რემონტდება, არ შენდება, გზები არ შენდება, უხარისხოა – ვიგრძნობთ, როგორ არ ვიგრძნობთ, აბა, ვინ უნდა იგრძნოს? გზებზე მილიონებია დახარჯული, მიდიხარ და მანქანები „ხტუნაობით“ დარბიან, ეს შეიძლება? ბავშვები ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ სკოლა არ აშენდა თავის დროზე. ამას წინათ, რაღაც სკოლა აჩვენეს, ისეთი ფასადი ჰქონდა და ისეთი სიბინძურე იყო“…. განაცხადა თემურ ჭყონია.

მან ასევე ისაუბრა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებულ გამოძიებაზე. ჭყონია იმედოვნებს, რომ დაწყებული გამოძიება არ შეჩერდება.

„ერთი მომენტია, კორუფციის თემას, რა გაგრძელება ექნება. მე იმედი მაქვს, რომ შეუჩერებელი იქნება და უნდა იყოს შეუჩერებელი იმიტომ, რომ ახლა რომ ვაკვირდები, არიან ადამიანების კატეგორიები, ინტერვიუებსაც იძლევიან, ისეთი ტიპები, რომლებიც კორუფციას ებრძვიან და მე მგონი, ყველაზე დიდი კორუმპირებულები თვითონ არიან, ვატყობ, სახეზე ეტყობა ადამიანს კორუმპირებული რომ არის“, -განაცხადა თემურ ჭყონიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, უჭერს თუ არა მხარს განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას, როგორც ჭყონიამ აღნიშნა, „განათლება რომ რეფორმას საჭიროებს, რად უნდა ამას ლაპარაკი, ამ გაუნათლებელ ქვეყანაში“.

„ეს არის თემა, რომელიც არის განხილვის, შესწავლის და ა.შ. თემა, თორემ რეფორმას რომ საჭიროებს განათლება, რად უნდა ამას ლაპარაკი, ამ გაუნათლებელ ქვეყანაში“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გაზიარება21

დაკავშირებული -პოსტები

პირველი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ნოემბერი 1, 2025
111
მთავარი

იმისათვის, რომ დღე წარმატებული იყოს, ის უნდა დაგეგმოთ და აუცილებლად ჩაიწეროთ. დღეს შეგიძლიათ, საკუთარ თავს დაუსახოთ ყველაზე დიდი და რთული ამოცანები – ყველაფერი გამოვა. არ შეგეშინდეთ რისკებისა და პასუხისმგებლობის აღება,...

დაწვრილებითDetails

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ოქტომბერი 31, 2025
160
ეკონომიკა

31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7127 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.12 თეთრით გამყარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტა...

დაწვრილებითDetails

რის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება ზოდიაქოს ნიშნებს

ოქტომბერი 31, 2025
54
მთავარი

ცნობილმა ასტროლოგმა ლორენ ეშმა ისაუბრა ზოდიაქოს ნიშნების ჩვევებსა და საქმიანობაზე, რომლებსაც ისინი უბრალოდ ვერ თმობენ. ვერძი – გვიანობამდე სძინავს ვერძი მთელი სამუშაო კვირის განმავლობაში დაკავებულია, მუდმივ მოძრაობაშია გაღვიძების მომენტიდან დაძინებამდე....

დაწვრილებითDetails

ლარის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი ვერ აქვეყნებს

ოქტომბერი 31, 2025
600
მთავარი

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც 17:00-ზე უნდა განახლებულიყო, ჯერ არ გამოქვეყნებულა - სებ-ში განმარტავენ, რომ მათ ვებგვერდზე ხარვეზია

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 31, 2025
351
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქსნის...

დაწვრილებითDetails

ხონის საკრებულოს თავმჯდომარედ აკაკი გოფოძე აირჩიეს

ოქტომბერი 31, 2025
81
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. მაგდა კობეშავიძემ, საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და 2025 წლის არჩევნები შეაჯამა....

დაწვრილებითDetails

სასმელების უკანონოდ დამზადების საქმესთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ოქტომბერი 31, 2025
34
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს,...

დაწვრილებითDetails

განათლების რეფორმის კონცეფცია არის საჭირო და ნამდვილად აუცილებელი – შალვა კირთაძე

ოქტომბერი 31, 2025
25
მთავარი

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, შალვა კირთაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმის კონცეფცია საჭირო და აუცილებელია. მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად ქუთაისი მიიღებს იმ სტატუსს, რაც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ახლადარჩეულ საკრებულოში 5 კომისია იმუშავებს

ოქტომბერი 31, 2025
243
მთავარი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს. საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიას კობა ფხაკაძე უხელმძღვანელებს; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას - მანანა ჩიხლაძე; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას -...

დაწვრილებითDetails

N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 31, 2025
730
მთავარი

N45 საჯარო სკოლის დირექცია, სკოლაში დაფიქსირებულ მუნის შემთხვევასთან დაკავშირებით,  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: ,,სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში მუნის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 22 ოქტომბერს თბილისის #45...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».