თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანში მომხდარმა ყაჩაღობის ფაქტმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ნინო სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ბოლოს ასეთი რამ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს ვნახე.
ჩემს ნათესავს, რომელმაც ვაშლი გაყიდა წინა დღეებში და ცოტა ფული ედო ოჯახში, შეუვარდნენ ყაჩაღები და მისი 80 წელს მიტანებული დედა დაუნდობლად აწამეს ნაბიჭვრებმა. სულ იარაღის კონდახი ურტყეს სახეში, თვალები აღარ უჩანდა ქალს ისეთ დღეში იყო.
რომ არა ამ კაცის პატარა ძმისშვილი, რომელიც ჩუმად გაიპარა მეზობელთან (ყაჩაღებს არ ეგულებოდათ იქ) და მეზობელს იარაღიდან გაასროლინა , ალბათ მოკლავდნენ კიდეც საწყალ ქალს და ზედ მიაყოლებდნენ დანარჩენებს, რადგან ფული ეცოტავათ, მეტს ელოდნენ! გული მიწუხს ახლა ამ სურათებს რომ ვუყურებ, მგონი ისევ იმ ბნელეთში ვბრუნდებით, რომლიდანაც ძლივს გამოვაღწიეთ !! “