ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში, მგელმა შინაური საქონელი დაგლიჯა.
გარეულმა მხეცმა ჩხარტიშვილების ეზოში შეაღწია და ორ ძროხას წუხელ ღამით დაესხა თავს. როგორც ჩხარტიშვილები ამბობენ, ხმაური და საქონლის ხმა გაიგონეს, თუმცა გარეთ გამოსვლის შეეშინდათ.
ადგილობრივები შიშობენ, რომ შემთხვევები შესაძლოა გაგრძელდეს და საფრთხე ამჯერად სხვა ოჯახების საქონელს დაემუქროს.









