ტურისტულ სფეროში დასაქმებულები 2 საათზე ქალაქის ცენტრში მასშტაბურ აქციას მართავენ . ისინი ქვეყანაში პანდემიის გამო დაკეტილ საზღვრებსა და ფრენების შეზღუდვას აპროტესტებენ, მათი მთავარი მოთხოვნა საბანკო ვალდებულებების გადავადება და ფრენების დროული აღდგენაა.
აქციას შეუერთდება ავტობუსებიც, რომლებიც მსვლელობას განაგრძობენ პარლამენტის მიმართულებით.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აქციას თბილისსა და ბათუმშიც მართავენ.
შეგახსენებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რეგულარული ავიარეისების მიღება 4 ოქტომბრიდან გაანაახლა, თუმცა ფრენები მხოლოდ რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით აღსდგა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლატვიამ საქართველო წითელი ზონად გამოაცხადა.