LIVE TV
კვირა, თებერვალი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,მაშველი გმირი არ არის, არც ჩვენ ვართ გმირები”-ნათია კაპანაძე

დაპოსტა 2021/10/10-ში
55
ნახვა
გაზიარება

,,მაშველი გმირი არ არის, არც ჩვენ ვართ გმირები. უმეტესად, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენივე კონტრაქტებით ან სამოქალაქო პასუხისმგებლობით.

ინფანტილიზმის და ახალ-ახალი ფიგურების გამოგონების დრო არ არის. სახელმწიფო ვერ შევქმენით 30 წლიანი თავისუფლების მიუხედავად.

ისევ საბჭოთა კავშირის სისტემური გავლენებით, რეგულაციების დაუცველობის, უკანონობაზე თვალის დახუჭვის, გაუმართავი სახელმწიფო სერვისების მსხვერპლები ან მომავალი მსხვერპლები ვართ.

არ ვიცი, როგორ უნდა გავაგრძელო ჩვეულებრივ ცხოვრება – ორი დღეა ბეტონებში ჩამარხულ ადამიანებს ვუყურებ.

არ ვიცი, ხვალ როგორ უნდა წავიდე პროცესზე და ვამტკიცო, რომ ჟურნალისტს საუბნო საარჩევნო კომისია თავს არ უნდა ესხმოდეს ფოტოს როცა გადაიღებს, ხელს არ უნდა უშლიდეს ტელეფონის დამუხტვაში, ეთიკურად უნდა ესაუბრებოდეს და თუ ასე არ ხდება, ჟურნალისტს აქვს უფლება სახელმწიფოს მოსთხოვოს პასუხი.

ან ზეგ საჩივრის განხილვისას როგორ უნდა ვუმტკიცო თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომ მოსმენების შესახებ პროკურატურის მოთხოვნები აღრიცხული უნდა ჰქონდეს და ჟურნალისტებს კანონიერად უსმენენ თუ არა უნდა დაადასტუროს ან უარყოს.

არ ვიცი, როგორ უნდა გადავათქმევინო სასამართლოს ადმინისტრაციას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში სწორედ სასამართლოა ყველაზე საიმედო სივრცე ადამიანმა გადაამოწმოს დაცულია თუ არა მისი უფლება.

არ ვიცი, როგორ უნდა გვეყოს ძალა, რომ მედიას (რომლის ნაწილმაც ბათუმის ამბების გაშუქებისას შეცდომა ისევ დაუშვა, ნაწილმა კი ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენა) ჰქონდეს შანსი იმუშაოს გამართულად, დაუსვას კითხვები ხელისუფლებას, გამჭვირვალე გახადოს ეს ჯერ კიდევ ჯიპებზე ამხედრებული საზოგადოება და არავის დაგვრჩეს შანსი საბედისწერო შეცდომები დავუშვათ.

ამ მძიმე დღეებში საკუთარი თავის ფაზლების თავიდან აწყობის აუცილებლობაც დადგა.

მაგრამ ალბათ, ინფანტილიზმის გარეშე სჯობს.

უბრალოდ ბევრი საქმე გვაქვს ეს ქვეყანა სახელმწიფოდ ვაქციოთ. სულ ესაა.

მეც ძალიან მიჭირს ამ რეალობის გადატანა და ჩემივე თავის ხელახლა აწყობისთვისაც ვწერ.” -წერს ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის” ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
55
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
54
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
67
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails

ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა- დაიღუპა ყველა მგზავრი

თებერვალი 21, 2026
199
მთავარი

რუსეთში, ბაიკალის ტბაში ჩინელი ტურისტების ავტობუსი ჩავარდა. როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და ტრანსპორტში მყოფი შვიდივე ტურისტი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მომენტში ავტობუსი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თებერვალი 21, 2026
285
მთავარი

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ies.iliauni.edu.ge

დაწვრილებითDetails

“ნახევარზე მეტი ფოთი ზღვის ფსკერზეა”- ნინო ჩხობაძე

თებერვალი 21, 2026
413
მთავარი

„დღეს ნახევარზე მეტი ფოთი არის ზღვის ფსკერზე - ეს არის ის, რაც მოხდა ჭაობის დაშრობის შედეგად; იგივე ემუქრება ზღვისპირა ტერიტორიების ნაწილს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“ვერ ვიჯერებ ღმერთო..”- სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკცს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
607
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაცვლილი ახალგაზრდა კოკა გედენიძეა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. გარდაცვლილს მეუღლე, დედა და შვილი დარჩა. "ვაიმე, რატომ კოკა?... რა ეშველება დედას,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში მამა-შვილს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
109
მთავარი

ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მამა-შვილს გლოვობენ. “სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომაგდენელიც. როგორც ნესტან ქარჩავა...

დაწვრილებითDetails

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

თებერვალი 21, 2026
74
მთავარი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე. მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს

თებერვალი 21, 2026
99
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს - მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან. ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».