ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში მაშველები მეექვსე სართულზე მცხოვრებ ახალგაზრდას ეძებენ.
კორპუსის ბინადარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან კონტაქტი შედგა და მაშველები ახლა აღნიშნული ახალგაზრდის ნანგრევებიდან ამოყვანას ცდილობენ.
ამასთან, მაშველები ცდილობენ ორი მცირეწლოვანი ბავშვისა და მათი ბიძის ნანგრევებიდან ამოყვანას. ბავშვების დედა მაშველებმა უკვე გადაარჩნინეს. 33 წლის ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და რეანიმაციულ განყოფილებასი მკურნალობს.










