კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა
აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და
ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა. მაუწყებლები ვალდებულნი არიან
მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა
ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედმა“,
„სტუდია მაესტრომ“, „პოსტივიმ“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12-მა“, „ტელეკომპანია
თანამგზავრმა“, „ტელერადიო კომპანია ტვ 24-მა“ და „სილქ მედიამ“. კომუნიკაციების
კომისიამ „ტელეიმედი“, „სტუდია მაესტრო, „პოსტივი“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12“,
„ტელეკომპანია თანამგზავრი“ და „ტელერადიო კომპანია ტვ 24“ წერილობით
გააფრთხილა, ვინაიდან აღნიშნული არხების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში
მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, ხოლო „სილქ მედია“
სამართალდამრღვევად ცნო და სანქციისგან გაათავისუფლა.
“4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ”-კობახიძე
4 წლის განმავლობაში კულუარებში ითხოვდნენ ჩვენგან სანქციების დაწესებას, მაგრამ ამაზე საუბარს საჯაროდ ერიდებოდნენ, ახლა გადაწყვიტეს ამ ყველაფერზე ღიად საუბარი, რაც ძალიან კარგია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის განაცხადების თაობაზე...










