მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ქუთაისში გალერეა „ვარლაში“ აღინიშნა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე -მერმა დავით ერემეიშვილმა და პარლამენტარმა გენადი მარგველაშვილმა ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს. ამასთან პედაგოგებმა ფულადი ჯილდოც მიიღეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გამოიყო. საჯარო სკოლის მასწავლებლებთან ერთად წელს საბავშვო ბაღის აღმზრდელები და ა(ა)იპ კულტურულ -სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების პედაგოგებიც დააჯილდოვეს. ჯილდო მასწავლებელთა დღესთან დაკავშირებით ქუთაისში 80-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო.
ლარი ისევ გამყარდა- ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 დეკემბრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.7015, ევრო – 3.1354, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5644 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ...









