LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად 21 ადამიანი დააკავეს

დაპოსტა 2026/01/29-ში
215
ნახვა
გაზიარება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21 ადამიანი. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„პირველი საქმე: თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა-ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბი სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან  გარკვეული პერიოდით თავის არიდებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე: წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე, დაკავებულია ერთი მოქალაქე, ერთ პირს კი ბრალდება წარედგინა.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ ბრალდებულები, თითქოსდა სამხედრო-სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით, მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით. ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს 10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5 000 ლარი. რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ და მიღებული თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მესამე სისხლის სამართლის საქმე: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ უფროსს და შპს „ბერმუხის“ მმართველს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი კომისიების  გადაწყვეტილებების გარეშე,  სამედიცინო დასკვნების გაყალბებით, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევად ექვსი წვევამდელი აღრიცხვაზე აიყვანა, რომელთაგან ნაწილი ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის მოსახდელად მიავლინეს შპს „ბერმუხაში“. კომპანიის ფაქტიურმა მმართველმა არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა-დახასიათებები, რომ თითქოსდა აღნიშნული წვევამდელები დასაქმებული იყვნენ შპს „ბერმუხაში“ და გადიოდნენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. კიდევ ერთი დეტალი, აღნიშნულ პერიოდში წვევამდელთა ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეოთხე: ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული შპს „კროლ მედიქალ ქორფორეიშენის“ და შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ოთხი ექიმი.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მედიკოსებმა, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ, ამავე საქმეზე, ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე უკვე მხილებული პირის მიერ მოძიებულ 315 მოქალაქეს დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები და სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია, უზრუნველყვეს მათი განთავსება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, რის საფუძველზეც მოქალაქეებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი უკანონოდ მიენიჭათ და სახელმწიფო პენსია დაენიშნათ. ამ ეტაპზე გამოკითხულია 107 პირი, რომლებიც ადასტურებენ ყალბი დოკუმენტის საფუძველზე  სახელმწიფო პენსიის მიღებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 25-221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეხუთე სისხლის სამართლის საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის” წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორს და  შპს „ექსპერტ სერვისის”  ექსპერტს.

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის  დახმარებით,  თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეექვსე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე შპს „ევრო გზის“ დირექტორს და ბუღალტერს, შპს „ბილტმორის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო – შპს „ექსპერტ ჰაუსის“ ყოფილ ზედამხედველს ბრალდება წარედგინათ.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ გურჯაანის მერიასა და შპს „ბილტმორს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის – შპს „ევრო გზის“ მიერ  განხორციელდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით 477 551 ლარი. სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული შპს ,,ექსპერტ ჰაუსი“, რომლის  დასკვნის საფუძველზეც განხორციელდა ანგარიშსწორება. საინჟინრო ექსპერტიზის  დასკვნის თანახმად კი,

 

რეალურად შესრულებულ  სამუშაოებსა და კომპანიის მიერ შედგენილ სამუშაოების შესრულების ამსახველ აქტებში დაფიქსირდა 38 158 ლარის სხვაობა. თავის მხრივ, ზემოხსენებული პასუხისმგებელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 38 158 ლარს.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეშვიდე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის, თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, ამავე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს გურჯაანში და ორ მოქალაქეს ბრალდება წარედგინათ.

ჩატარებული გამოძიებით  გამოვლენილია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა განიზრახა თაღლითურად დაუფლებოდა გურჯაანში, გ. ლეონიძის ქუჩაზე მდებარე 3 900 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა  მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული წესით რეგისტრაცია. მერის წარმომადგენელმა, რომელსაც ევალებოდა საკითხის შესწავლა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შეადგინა და გასცა ყალბი საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტი, რის საფუძველზეც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა გურჯაანის მერიის ზემოაღნიშნული თანამშრომლის სახელზე, რითაც სახელმწიფოს  70 200 ლარის ზიანი მიადგა.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები. ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

გაზიარება86

დაკავშირებული -პოსტები

განახლებული ვალუტის კურსი 30 იანვრისთვის

იანვარი 29, 2026
11
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 იანვრისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6922, ევრო –3.2166, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.7139 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი...

დაწვრილებითDetails

ჩოხატაურის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა

იანვარი 29, 2026
33
მთავარი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, თავმჯდომარე დავით შარაშიძე, რომელიც პოლიციელზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. „საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საკრებულოს თავმჯდომარის...

დაწვრილებითDetails

“ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს” – მეუფე იაკობი

იანვარი 29, 2026
22
მთავარი

"ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. "ზოგი კანონი მართლა საჭიროა, რომ სახელწიფო არ ჩამოიშალოს და ზოგი კიდე ვიღაცეების...

დაწვრილებითDetails

მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით 3 თებერვლის ნაცვლად, 17 თებერვალს წარდგება

იანვარი 29, 2026
11
მთავარი

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი, თებერვლის პირველ...

დაწვრილებითDetails

„ნუ გეშინია, ბიჭო“ – სუსი ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს

იანვარი 29, 2026
42
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღეს ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 21...

დაწვრილებითDetails

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

იანვარი 29, 2026
65
მთავარი

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ...

დაწვრილებითDetails

ბრალდებაწარედგინა მძღოლს, რომლის ავარიას 18 წლის გოგო ემსხვერპლა

იანვარი 29, 2026
250
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 27 იანვარს, გარდაბანში, ალკოჰოლის...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

იანვარი 29, 2026
401
მთავარი

სპეციალური ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
13
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
13
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».