მარტყოფში 1 თვის წინ დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა, 19 წლის მოკრივეს 16 წლის არასრულწლოვანმა თანასოფლელმა ზურგში დანა 4-ჯერ ჩაარტყა, ბიჭი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მკვლელობა მარტყოფში მდებარე ერთერთ სასაფლაოზე მოხდა, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მარტყოფის ცენტრში, მაღაზიასთან დაიწყო.
16 წლის ბიჭი ცხელ კვალზე დააკავეს, თუმცა მოკლულის ოჯახი ახლა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.









