მარტვილში ღვინის მინი ქარხანა გაქურდეს. ქარხანა მშენებარე მდგომარეობაშია, მის გვერდით კი დამონტაჟებულია აგურის საამქროც.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია 10-მდე სპეციალური ელექტრო ძრავი, რომლებიც ევროპიდან და ჩინეთიდან ჩამოიტანეს, ასევე ქარხნის სქემა და სხვადასხვა ხელსაწყოები. ზარალი 100 ათასობით ლარს შეადგენს.
ქარხნის მფლობელი, ირაკლი ჯამბურია, ამ ფაქტს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს, ვინაიდან ის პოლიტიკური მოძრაობის “თავისუფლება ზვიად გამსახურდიას გზის” თანათავმჯდომარეა და ამბობს, რომ ქურდობა დაკვეთილია და მისი გაკოტრების მიზნით ჩაიდინეს.