მარტვილში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. მათი თქმით, 5 თვეა ხელფასი არ აუღიათ. მძღოლებს სოფლებიდან მოსწავლეები სკოლამდე გადაჰყავთ.
გაფიცვამდე მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს, რის შემდეგაც მათ 2 თვის ხელფასი ჩაურიცხეს, თუმცა დარჩენილი თანხა ამ დრომდე არ აუღიათ. გაფიცულები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებლობას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აკისრებს. მარტვილის მერიაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კომპანიას თანხა გადაუხადა, თუმცა მძღოლების ანაზღაურება მან ვერ უზრუნველყო.