მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. საუბარია ქალაქ მარტვილზე, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსზე.
განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, ცხოველების ვაქცინაცია ჩატარდება. 2-3 კილომეტრის რადიუსით, კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.
განკარგულების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ, ცხოველის მიერ აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.
24 აპრილს მარტვილში მიუსაფარმა ძაღლმა 10 ადამიანი დაკბინა. ძაღლი დაკვირვების მიზნით თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ცხოველი მოკვდა.