საფრანგეთის ქალაქ მარსელში კორპუსის ნგრევის შედეგად სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. მაშველების ინფორმაციით, 8 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
კორპუსის ნგრევას წინ უძღოდა აფეთქება. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
დაზიანებულია მეზობლად მდებარე სახლებიც. ევაკუირებულია 179 ადამიანი.