მარნეულის ერთ-ერთ სოფელში გაუჩინარებული 15 წლის გოგო, რომელიც 3 დღის წინ იძულებით დანიშნეს, ნაპოვნია და უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი, რომელიც 3 დღის წინ დანიშნეს, სახლიდან 2 თებერვალს გაიქცა. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს იძულებით ათხოვებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს მოზარდი გოგოს მამა. გამოძიება სისხლის საგამრთლის კოდექსის 126-ე და 150-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.