მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი – პაატა ნარიმანიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ქარხნის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს, ჩვენმა გუნდმა ამ საშინელი ვირუსის გამო, ძალიან ძვირფასი, პატიოსანი, ახალგაზრდა, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი – პაატა ნარიმანიძე დაკარგა.
თანავუგრძნობთ ოჯახს, მეუღლესა და არაჩვეულებრივ შვილებს – ანას და ბარბარეს, თითოეულ თანამშრომელსა და მთელ ქვეყანას ასეთი საამაყო მამის, ღირსეული და საიმედო ადამიანის დაკარგვას.
მადლობა პაატა ღირსეული ცხოვრებისთვის,“- აღნიშნულია










