მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში გაზმა გაჟონა. ინფორმაციას ადგილობრივი aktual.ge ავრცელებს.
მათი ცნობით, მოწამლულია სამი ბავშვი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. სკოლიდან კი ევაკუაცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხანალი გაჰრამანოვმა დაადასტურა და განაცხადა.
“გაზის გაჯონვა უშუალოდ სკოლაში არ მომხდარა, მომწამლავი აირი მიმდებარე გარემოდან შემოვიდა სკოლაში ”