Facebook-ის გლობალურმა შეფერხებამ სოციალური ქსელის დამფუძნებელი მნიშვნელოვნად აზარალა.
როგორც გამოცემა Forbes წერს, მარკ ცუკერბერგის ქონება 115,8 მილიარდამდე, 6,9 მილიარდი დოლარით შემცირდა.
ცნობისთვის, მთელ მსოფლიოში უკვე რამდენიმე საათია გათიშულიაFacebook, Messenger, WhatsApp და Instagram.
გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით Facebook-მა განცხადებაც გაავრცელა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობა მიმდინარეობს.










