13 ოქტომბერს მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით მოდელი სალომე ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში მარიტასთვის სიმბოლურად თეთრ ვარდებს, შემდეგ ფოტოდ კი მარიტას პატარა დის, ტატას კადრებს აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ მარიტა მეფარიშვილის და, ტატა მეფარიშვილი ტრაგიკული შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ მოევლინა ქვეყანას.
შეგახსენებთ,13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს, დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა.