მარინ ლე პენსა და მის ყოფილ კოლეგებს, ევროკავშირის ანტიკორუფციული სამსახური დაახლოებით 500 000 ევროს გაფლანგვას ედავება და მის უკან გადარიცხვას ითხოვს.
არადა, სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე და ქალბატონი ლე პენისთვის, ამ მნიშვნელოვან დროს, მსგავსი ბრალდება სასიხარულო ნამდვილად არ იქნება.
საქმე ეხება იმ დროს, როცა ქალბატონი ლე პენი ევროპარლამენტის წევრი გახლდათ (2004-2017 წლები). მასთან ერთად, თანხის გაფლანგვასა და არამიზნობრივად გამოყენებას ედავებიან ასევე ყოფილ ევროპარლამენტარებს, მამამისს – ჟან მარი ლე პენს, მის ყოფილ თანამეცხედრეს – ლუი ალიოტსა და ბრუნო გოლნიშს, “ეროვნული ფრონტის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს.










