„ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს თათია აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს.
გადაწყვეტილებებბის გამოცხადებამ სასამართლო დარბაზებში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტს.
ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: – „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “ძირს რუსული რეჟიმი”.
მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.