LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს

” მართალია დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი!” მაგრამ ხშირია, როდესაც ივიწყებენ უფალს” – მეუფე შიო

დაპოსტა 2026/04/05-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში… ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის მძიმე მოვლენა, რასაც ჰქვია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ნუ დაუშვებენ მათ გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ბოროტებამ, უწმინდურობამ, ყველა ცოდვამ და მანკიერებებმა.

„პატიოსანო მამანო! ძვირფასო ძმებო და დებო! გილოცავთ ბზობის დღესასწაულს! როგორც გვიამბობს წმინდა სახარება ამ მოვლენის შესახებ, მთელი ქალაქი შეიძრა, მთელი ხალხი მიისწრაფოდა იერუსალიმისკენ მიმავალი მაცხოვრის შესახვედრად. მას გზაზე უფენდნენ თავიანთ ტანსაცმელს, ხეებიდან ჭრიდნენ რტოებს, ასევე უფენდნენ და გაიძახოდნენ: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით! გვაცხონე ჩვენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!“. აი, ასეთი სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას. შეიძლება ითქვას, თითქოს მოხდა რაღაც საოცარი გამონათება ხალხში, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს. აი, ასეთი გამონათება, ძვირფასო ძმებო და დებო, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდეც ყოველი ჩვენგანის სულშიც, როდესაც თითქოს ნათელი და ცხადი ხდება ყველაფერი: ღმერთის არსებობაც, სულის უკვდავებაც, უფლის სიტყვების ჭეშმარიტებაც. ასეთი ამაღლებული გრძნობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ვჭვრეტთ და აღიქვამთ ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს მშვენიერებას, იმ კანონზომიერებას და საოცარ სიბრძნეს, რომელიც არის სამყაროში, თუ როგორ არის მოწყობილი ეს სამყარო. ასევე, შეიძლება ეს მოხდეს ჩვენს სულში ცხოვრებისეული წარმატების ან წარუმატებლობის შედეგად; შეიძლება იყოს დიდი ბედნიერებისგან ან უბედურებისგან, დიდი მწუხარებისგან ან სიხარულისგან. ასეთ მომენტებში ადამიანი მადლობს და ადიდებს უფალს და წარმოთქვამს თავის ოსანას. ეს ყველას გამოცდილი გვაქვს, იმიტომაც ვართ აქ, ასე ვხარობთ და ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. შეიძლება ვთქვათ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისადმი მადლიერების, მისადმი სიყვარულის გრძნობაში. მინდა, დავამატო ასევე ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პიროვნების დაფასება, მხოლოდ ეს როდი იყო, არამედ, ალბათ, პირველ ყოვლისა, იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულების გამოვლინება, რომელთაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა. ეს ნამდვილად ასე იყო, ეს საოცარი დღეები, რომლებიც გამოვიარეთ და რომლებსაც გავდივართ. ამ გამონათებამ, ამ ჩვენმა დიდმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის მძიმე მოვლენა, რასაც ჰქვია მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის გარდაცვალება. …მაგრამ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი. ვიცით, რა მოხდა იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლიდან სულ რამდენიმე დღეში. იუდა მოციქულმა მას უღალატა, მოწაფეებმა მიატოვეს, ბრბო კი ყვიროდა: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი ეგე!“. აი, რა საშინელი ცვალებადობაა! მაგრამ განა დღეს ჩვენ არ ვაწყდებით ასეთ მერყეობასა და ცვალებადობას?! ჩვენც ადვილად ვიცვლით გუნება-განწყობილებას და ვკარგავთ ხოლმე ამ გამონათებას, რომელსაც უფალი გვაძლევს. მართალია, დღეს ადამიანები არ ყვირიან „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ივიწყებენ უფალს, ღალატობენ მას და შორდებიან. სხვადასხვა ცოდვით, ბოროტებით, უწმინდურობით, უსამართლობით, უკანონობით, ცილისწამებით და ასე შემდეგ, კვლავდაკვლავ ითხოვენ უფლის ახალ ჯვარცმას და ახალ ტანჯვებს. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მდგომარეობისგან! ნუ დავუშვებთ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ბოროტებამ, უწმინდურობამ, ამ ყველა ცოდვამ და მანკიერებებმა, არამედ ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის დიდებულ დღესასწაულს! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ, ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერის და ჩვენი, როგორც ხალხის და ერის, წარმატების და ღვთის წყალობის ჩვენდამი. კიდევ ერთხელ გილოცავთ!“, -აღნიშნა მეუფე შიომ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული,ტიკტოკერის სასამართლო პროცესიდან დეტალები ვრცელდება
მთავარი

პროკურატურა მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის „ტიკტოკერ“ თეკლა გერსამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ. „ნაფიცმა...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ნიუ ჯერსის წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია“ ავრცელებს. "ნათელი შენს ლამაზ სულს თეოო როგორ გული დამწყვიტე ,უფალს ებარებოდე ლამაზო და ძლიერო გოგო ,მიყვარხარ "-წერს...

დაწვრილებითDetails

73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა-მკვლელობა ზუგდიდში

by მეგა TV
აპრილი 5, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ზუგდიდში 73 წლის ზ. ნოზაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული პირი თანასოფლელთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ...

დაწვრილებითDetails

გერმანიამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 4, 2026
0
23 თებერვალს გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
მთავარი

გერმანიის ხელისუფლებამ 17-45 წლამდე მამაკაცებს სპეციალური ნებართვის მიღების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თუ მამაკაცი საზღვარგარეთ წასვლას და იქ სამ თვეზე მეტხანს დარჩენას აპირებს, მან გერმანიის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ბზობის დღესასწაულზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ბოლო ერთ კვირაში საწვავი 30-თეთრამდე გაძვირდა – როგორია კვირის დინამიკა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
საქართველოს ბენზინი 5%-ით გაუძვირდა -„პლატსის“ მიხედვით
მთავარი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. პარასკევს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი ბარელზე 109 დოლარით (+7.78%) განისაზღვრა, ამერიკული WTI...

დაწვრილებითDetails

10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
10 პროდუქტი, რომელიც მარტში ყველაზე მეტად გაიაფდა
მთავარი

2026 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე კი 4.3%-ით განისაზღვრა - ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან. „საქსტატის“ ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში საბაზო...

დაწვრილებითDetails

5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
5 აპრილს ბზობაა – რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ
მთავარი

5 აპრილს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იე­რუ­სა­ლიმ­ში მა­ცხოვ­რის დი­დე­ბით შეს­ვლას, ბზო­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა-ლოც­ვა შეს­რულ­დე­ბა. დიდ­მარ­ხვის მე­ექ­ვსე კვი­რა დღეს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია მა­ცხოვ­რის იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლას ზე­ი­მობს, რა­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
მთავარი

ამ დღეს საგანგებო ლოცვა იკითხება ქრისტიანული სამყარო ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მორწმუნემ იცის, რომ ამ დღეს შინ ნაკურთხი ბზა უნდა მიიტანოს. ბზობის ტროპარი ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა...

დაწვრილებითDetails

ოქრო ისევ ძვირდება -რა ღირს ერთი გრამი

by მეგა TV
აპრილი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. პარასკევს, 3 აპრილს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 676 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 24 დოლარით მატებაზე მიანიშნებს. ამასთანავე,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"