,,ქართული სუფრა ლეიკემიით დაავადებულ პაციენტს ოჰაიოში, ამერიკაში მცხოვრები ქართველი მოხალისეებისა და საქართველოს საელჩოსგან:
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მადლიერებას გამოხატავს ამერიკაში მცხოვრები ქართული თემისა და ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს მიმართ, რომლებმაც უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ოჰაიოს მკვიდრი, ლეიკემიით დაავადებული პაციენტის სურვილის ასასრულებლად, როდესაც მან ნამდვილი ქართული კერძები ინატრა. ავადმყოფობამდე ახალგაზრდა კაცი საქართველოს სტუმრობდა, სადაც შეიყვარა ქართველი ხალხი და ქართული სამზარეულო. მკურნალობის დაწყებამდე იგი საქართველოში დაბრუნებას გეგმავდა. მისი თხოვნის საპასუხოდ, ქართული თემის წარმომადგენლები გაემგზავრნენ მასთან სახლში, დეიტონში, ოჰაიოს შტატში, რათა მოემზადებინათ და პირადად გამასპინძლებოდნენ მას ნამდვილი ქართული სუფრით.
ასეთი კეთილშობილური და გულწრფელი ჟესტი, განსაკუთრებით კი ამ რთულ პერიოდში, ქართული დიდსულოვნების ჭეშმარიტი გამოხატულება და იმ ურთიერთობების ძლიერი პატივისცემაა, რაც ჩვენი ქვეყნების ხალხებს აკავშირებს. უღრმესი მადლობა ქართულ თემს ამერიკაში, საქართველოს საელჩოს ვაშინგტონში და ელჩ დავით ბაქრაძეს.


Volunteers from Georgian community in the U.S., as well as the Georgian Embassy in Washington, prepare, deliver, and serve Georgian Supra for patient battling leukemia in Ohio:
U.S. Embassy Tbilisi wishes to express its appreciation to members of the Georgian community in the United States, as well as the Georgian Embassy in Washington, D.C., for their tremendous efforts in fulfilling the wishes of a patient in Ohio, who is battling leukemia and requested a Georgian meal. The patient had visited Georgia in the past and fell in love with the people and food, and he had planned to return, before developing the illness. In response to his request, several members of the Georgian community drove all the way to the patient’s home in Dayton, Ohio in order to deliver, prepare, and serve a Georgian supra for him in person.
Such a kind and heartfelt gesture, in a time of profound difficulty, stands as a true demonstration of the generosity of the Georgian spirit and is a powerful tribute to the ties that bind the people of our two countries. To the Georgian community in the U.S., the Georgian Embassy in Washington, and Ambassador David Bakradze – we offer our profound gratitude.”–წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მიერ გავრცელებულ სტატიაში.














