“ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია… მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული…
პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული….
ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით…
კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება…
ps არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო… ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან….” – წერს გიორგი ბერიძე სოციალურ ქსელში და ექიმის ფოტოს აქვეყნებს.
საქართველოში კორონავირუსის უკვე 67 შემთხვევა დაფიქსირებული, აქედან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართვლოში 21 აპრლიამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეული და ბოლნისში მკაცრ საკარანტინო პირობებშია მოქცეული. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დარჩნენ სახლში.