თბილისში ავტომანქანები გაძარცვეს – გატეხილია ათობით მანქანაა. მძარცველები იპარავენ, ძვირადღირებულ ნივთებს, საბანკო ბარათებს და ანაღდებენ თანხებს. მოქალაქეები “პირველებთან” ინტერვიუში აცხადებენ, რომ ძარცვამ დიდ დიღომში უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.
ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულის უკან არასრულწლოვანები დგანან.
დაზარალებულია 30-მდე პირი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოკითხა. ამასთან “პირველების” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. დიდი ალბათობით, პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს დამნაშავეებიც, თუმცა ამ დროისთვის გომელაურის უწყებას დაკავებული არ ჰყავს.