პროკურატურის განცხადებით, მოქალაქე მანანა გიორგობიანმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ამავე სუპერმარკეტის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ფულის დახურდავებაზე უარის გამო მიაყენა. მათი ცნობით, „მანანა გიორგობიანმა მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, დაემუქრა მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით“.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა.
“საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.










