“მამუკა მღვდელაძესთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს, აქ იქნება თემატური კაფე” – ასე ეხმაუერბა მონპლეზირის თაღთან ისტორიულ კედელში გამოჭრილი კარის მეპატრონეს ნინო ზვიადაძე ბრალდებას, რომ კარის გამოჭრაში მას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” და ამჟამად ა(აიპ) სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომელი მამუკა მღვდელაძე დაეხმარა. როგორც ნინო ზვიადაძე ჩვენთან საუბრისას აღნშნავს ეს კედელი მათ საუკუნეა რაც ეკუთვნით. ახლა კი კაფეს მოწყობას ყველა კანონის დაცვით გეგმავენ:
“თემატური კაფე უნდა გაკეთდეს. ყველა დოკუმენტაცია ხელში მიკავია, ნებარვა ჯერ ქუთაისმა და შემდეგ თბილისმა მოგვცა. ნაციონალებმა რა გაგვიკეთეს, დაგვაზარალეს, მთელი სახლი გაგვიფუჭეს. თვითნებურად ვინ გააკეთებდა ამას. ლამაზი იქნება, სიმწვანეში ჩაჯდება და ძლაიან ლამაზი კაფე შეემატება ქუთაისის. ბაბუაჩემისაა ეს კედელი, ძირძველი მაცხოვრებელმები ვართ საუკუნოვანი.
მამუკა მღვდელაძესთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. მამუკა რა შუაშია აქ. ძალიან დიდი ხანია ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ორი თვეა რაც თანხმობა მივიღეთ კულუტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან. იყვნენ ჩამოსულები და ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. კაფეს დააგვიანება, ამას ჯერ რემონტი სჭირდება.” – განუცხადა “მეგა ტვ”-ს ნინო ზვიადაძემ.
მონპლეზიის თაღთან ისტორიულ კედელში კარი რამდენიმე დღის წინ გაიჭრა. რასაც საზოგადოებაში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. კედელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც 2018 წელს დედა ენის დღესთან დაკავშირებით საზეიმოდ მოიხატა.
დღესვე აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გამართა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ ქუთაისის საკრებულოში გიგა შუშანიამ.










