LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მამლუქი გოჩა გარდაიცვალა – ნახეთ რას ამბობდა ის ბოლო ინტერვიუში

მამლუქი გოჩა გარდაიცვალა – ნახეთ რას ამბობდა ის ბოლო ინტერვიუში

დაპოსტა 2022/09/29-ში
A A
232
ნახვა
გაზიარება

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ფილმის, „მამლუქის“ გმირი ვაჟა ჯოჯუა – პატარა გოჩა. ამის შესახებ ინფორმაცია, „პრაიმტაიმს“, მისმა მეუღლემ, იამზე კიკალიამ მიაწოდა.

ფილმი „მამლუქი“ გადაღებულია სტუდია „ქართული ფილმის“ მიერ, რომელიც პირველად ეკრანებზე  60 წლის წინ, 1959 წლის 3 ნოემბერს გამოჩნდა.

მამლუქ გოჩას, იგივე ვაჟა ჯოჯუას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, „პარაიმტაიმმა“ აბაშაში მიაგნო და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

– 1948 წლის 14 იანვარს დავიბადე აბაშაში. საშუალო სკოლა აბაშაში დავამთავრე და შემდეგ სოხუმის უმაღლეს სასწავლებელში – საოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავირიცხე. ამჟამად 71 წლის ვარ.

 

ვცხოვრობ აბაშაში, ლტოლვილი ვარ აფხაზეთიდან. 1976 წელს დავქორწინდი იამზე კიკალიაზე. როცა ომი დაიწყო, ცოლ-შვილით და ერთი ჩანთით გადმოვსახლდი აბაშაში.

 

ყველაფერი მქონდა მაგრამ, ომის დროს ყველაფერი დავკარგე. ამ ეტაპზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვცხოვრობ სოფლის ცხოვრებით, ვმუშაობ.

 

თავისუფალ დროს კი ტელევიზორთან ვატარებ – დღევანდელი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. მყავს ქალ-ვაჟი ივეტა და გივი ჯოჯუები და ოთხი შვილიშვილი – ნიკა და ლუკა ჯოჯუები, თეკლე და ელენე მესხები.

 

– როგორ მოხვდით ლეგენდარულ ფილმში „მამლუქი“ და რამდენი წლის იყავით გადაღებების დროს?

 

– მაშინ 10 წლის ვიყავი. სკოლის პერიოდში, ცეკვის წრიდან გასტროლზე წაგვიყვანეს ფოთში. ფილმის დამდგმელმა რეჟისორმა და სცენარის ავტორმა, ბატონმა დავით რონდელმა, პირველად სცენაზე მნახა, სრულიად შემთხვევით.

 

იმ დროს, რეჟისორს ფილმ „მამლუქისთვის“ უკვე აყვანილი ჰყავდა ხვიჩას როლის შემსრულებელი და ეძებდა ბავშვს, ვინც გოჩას როლისთვის შესაფერისი იქნებოდა. დავითმა, ცეკვის დროს დამინახა სცენაზე და მოვეწონე. აქედან შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა.

 

მე და ხვიჩა – დავით დანელია ერთი ასაკის ვართ. ამის შემდეგ შევასრულე გოჩას როლი. ფილმში მონაწილე მსახიობებიდან, არავინ აღარ არის ცოცხალი. მხოლოდ მე და ხვიჩა – დათო დანელია შემოვრჩით.

 

ჩემს გვერდით ფილმში ლეგენდარული მსახიობები მონაწილეობდნენ – დუდუხანა წეროძე, რომელიც დედის როლს ასრულებდა, ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), მანანა ლონდარიძე (ცირა), აკაკი ხორავა, ლია ელიავა, გიორგი შავგულიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გურამ საღარაძე, ბელა მირიანაშვილი და სხვები.

 

– როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ბავშვობაში თავსდატეხილი პოპულარობის შემდეგ?

 

– ზღაპრული ცხოვრება მქონდა. მთელი ევროპა მაქვს მოვლილი. 6 წელი საბერძნეთში ვცხოვრობდი. ახლაც ვაპირებ წასვლას. მართალია „ბედკრული საქართველოს შვილების“ სახელით ვართ ცნობილი, მაგრამ მინდა გითხრათ, ჩვენ არ ვართ ბედკრული საქართველოს შვილები, არ არის საქართველო „ბედკრული“. დღემდე, „გოჩას“ მეძახიან აბაშაში და შვილებს „ჩემი გმირის“ ისტორიას აცნობენ.

 

– „მამლუქის“ გარდა, თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული სხვა ფილმებში?

არა, არც ერთ ფილმში აღარ მიმიღია მონაწილეობა. სკოლა სოხუმში დავამთავრე. თბილისში წამყვანი არავინ მყავდა და კინოკარიერა ვეღარ გავაგრძელე. თბილისში რომ მეცხოვრა, ალბათ ბედი გამიღიმებდა და არავინ იცის როგორ განვითარდებოდა ჩემი მოღვაწეობა. არ იყო მაშინ ის ცხოვრება, როგორიც ახლა არის. მშობლებს ეკონომიურად უჭირდათ და ჩემი თბილისში ჩამოყვანა ვერ შეძლეს.

 

– რა ურთიერთობა აქვს ამ ეტაპზე „გოჩას“ და „ხვიჩას“?

 

– დათოსთან დიდი ხანია აღარ მაქვს კონტაქტი. ვიცი, რომ ადრე პოლონეთში ცხოვრობდა. რუსი მეუღლე ჰყავს და ერთი ვაჟი. გასულ წლებში ხშირი კონტაქტი გვქონდა, მაგრამ წლებია აღარ დამკონტაქტებია.

 

– თქვენთან ინტერვიუ ჩვენმა მკითხველმა მოითხოვა. გინდათ რამე უთხრათ მათ?

 

– მიყვარს ძალიან ჩემი საქართველო. ვამაყობ, რომ მე ვარ ქართველი. დიდი მადლობა ჩემს ერს ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. გმადლობთ, რომ ისევ ვახსოვარ ჩემს ხალხს.

Primetime.ge

გაზიარება93

დაკავშირებული -პოსტები

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულოს პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული რ.ა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე დააკავეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის...

დაწვრილებითDetails

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შესაძლებელია

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 20 ივნისის 11:00 საათიდანაა შესაძლებელი.     შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

„მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ მედიაგარემო გაჯანსაღდეს“- კახა ბექაური

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
„მოტივირებული ვართ მედიასთან ვიყოთ მუდმივად კომუნიკაციაში, რომ კანონი ისე აღვასრულოთ მედიაგარემო გაჯანსაღდეს“- კახა ბექაური
მთავარი

„შემიძლია დაგპირდეთ, რომ კანონის აღსრულების ნაწილში, მაქსიმალურად ლოიალური ვიქნებით, განსაკუთრებით იქამდე, ვიდრე პრაქტიკა დაინერგება.  ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეურაცხყოფა და სიძულვილის ენა აღარ იყოს მედიაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ ისევე, როგორც...

დაწვრილებითDetails

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება
მთავარი

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 5 წელი გავიდა. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 2020 წლის 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში...

დაწვრილებითDetails

რიგ შემთხვევებში ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას გამარტივებული წესით შეძლებთ – ცვლილებები კანონში

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. “ქართული ოცნების“ კანონპროექტს...

დაწვრილებითDetails

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 20, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი შემოიკრიბეთ ირგვლივ სანდო და ერთგული ადამიანები, დღეს, მარტივად დაინახავთ მათ რეალურ სახეს. სასიკეთო დროა, ნებისმიერი აქტივობისთვის. კურო მშვენიერი დღეა მოლაპარაკებების წარმოებისა და კომუნიკაციებისთვის, განსაკუთრებით, უცხოელ პარტნიორებთან. იაქტიურეთ, გამოიყენეთ არსებული...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა რეზოლუცია “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე” მიიღო

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
ევროპარლამენტმა რეზოლუცია “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე” მიიღო
მთავარი

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა რე­ზო­ლუ­ცია სა­ხელ­წო­დე­ბით "მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მე“ მი­ი­ღო. რე­ზო­ლუ­ცი­ას მხა­რი 324 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა, 25 წი­ნა­აღ­მდეგ წა­ვი­და, ხოლო 87-მა თავი შე­ი­კა­ვა. რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი: "მო­ი­თხოვს მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ...

დაწვრილებითDetails

“ეუთო/ოდირის ჩამოსვლის მოთხოვნა არის გარკვეული ფანდი ” – გია ვოლსკი

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
“ნაციონალები” ცუდათ დაამთავრებენ_გიორგი ვოლსკი
მთავარი

ზოგადად, ადგილობრივ არჩევნებში ეუთო\ოდირის დაკვირვების მისია გათვალისწინებული არ არის - ამის პრაქტიკა მსოფლიოში არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, სადაც...

დაწვრილებითDetails

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

by მეგა TV
ივნისი 19, 2025
0
გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
მთავარი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"