კახეთში სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით 50 წლამდე კაცია დაკავებული.
ფაქტი რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. საუბარია 14 წლის გოგოზე, რომელზეც, სავარაუდოდ, მამამ იძალადა. მომხდარის შესახებ კი სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.
ცნობილი გახდა კახეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია მამინაცვლის მხრიდან 12 წლის მოზარდის, სავარაუდო გაუპატიურებაზე.