გიორგი მამარდაშვილმა კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ქართველმა ფეხბურთელმა რამდენიმე ინგლისური გრანდის ყურადღება მიიქცია, მათ შორის – „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ახლა უკვე ტოტენჰემისაც“. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ “ვალენსიას“ მამარდაშვილის თაობაზე არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია, თუმცა ცნობილია, რომ გიორგის გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.
11 მაისს ქუთაისის აია არენაზე რაგბში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
2021 წლის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონი წელსაც ქუთაისში, ადგილობრივი ‘აიასა’ და ‘ბათუმის’ დაპირისპირებით გაირკვევა. წლევანდელი crocobet დიდი 10-ის წინასწარ ფინალში, ‘ბათუმმა’ რუსთავის ‘ხარებს’ 33:21 სძლია და 11 მაისს „აია არენაზე“ დაბრუნდება....