დაჭრა მუნიციპალურ ავტობუსში შენიშვნის მიცემის გამო – ვაკეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. ბრალდება სასჯელის და ზომად 7 – დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თვითმხილველების თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 359 ნომერ ავტობუსში 65 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოქალაქეს ორჯერ ესროლა.
სიტყვიერი დაპირისპირება შენიშვნის ნიადაგზე დაიწყო, როცა ახალგაზრდა ბიჭმა 65 წლის კაცს მიუთითა, რომ მისი ზურგჩანთა უხეშად ეხებოდა მცირეწლოვანს.
კაცმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი არ შეეშვა.
დაპირისპირება 15-20 წუთი გაგრძელდა, რის შემდეგაც 65 წლის ოთხჯერ ნასამართლევმა კაცმა (მისივე მტკიცებით) ორჯერ ესროლა ახალგაზრდა ბიჭს.
წყარო: ანა ქართველიშვილი









