სამართელდამცველებმა ბათუმში ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში ედება ბრალი.
1991 წელს დაბადებული ზ.კ. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მყოფი 1986 წელს დაბადებული გ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.