LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მაინცდამაინც მე-16 სართულიდან უნდა გადავხტე ?! – დიანა არშბა დახმარებას ითხოვს

მაინცდამაინც მე-16 სართულიდან უნდა გადავხტე ?! – დიანა არშბა დახმარებას ითხოვს

დაპოსტა 2021/01/26-ში
A A
503
ნახვა
გაზიარება

გუშინ „დირსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც 2 თვეზე მეტია 2 შვილთან ერთად „დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელში (შავ კარკასში) უკანონოდ არის შეჭრილი, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, პირად საუბარში გვითხრა, რომ ქალს, სახელმწიფოს მიერ მიცემული ბინა ჰქონდა, რომელიც გაყიდა და ახლა სხვის კუთვნილ საცხოვრებელშია შეჭრილი.

„პრაიმტაიმი“ ბრალდების ადრესატს, ორი შვილის მარტოხელა დედას, დიანა არშბას ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ბინა, რომელზეც აპელირებენ, წლების წინ დედამისმა საკუთარი შრომით შეიძინა და დაახლოებით 2 წლის წინ, სწორედ დედის ჯანმრთელობის პრობლემების გამო გაყიდა.

ის სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს და მოითხოვს გადამოწმდეს მისი საქმე, რადგან მას კანონით სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება ეკუთვნის.

„დევნილთა სამინისტროში ბინის მოთხოვნის მიზნით სისტემატურად დავდიოდი. ავადმყოფი დედის და უმცროსი შვილის გარეშე, მომენიჭა 4,5 ქულა. პირველ ეტაპზე დევნილთა სამინისტრომ შეუშვა 3,5, 2,5 ქულიანი ოჯახები. როდესაც ვიკითხე, რატომ არ ვიყავი ამ სიაში, აღმოჩნდა, რომ სოფლად სახლის შესყიდვის პროგრამაზე ვყოფილვარ დარეგისტრირებული, რომელზეც განაცხადი არ დამიწერია. 5 თვე მოანდომეს დაემტკიცებინათ, რომ სოფლად სახლის შეძენის პროგრამაზე განაცხადი არ დამიწერია. სწორედ ამ დროს დაიწყო ბინებით დაკმაყოფილების მეორე ეტაპი.

როცა ვიკითხე ამჯერად, რატომ არ ვარ ამ სიაში, მითხრეს, რომ თანხის აღების პროგრამაში ვყოფილვარ დარეგისტრირებული, რომელზეც რა თქმა უნდა, ასევე არ დამიწერია განცხადება. მარტივი ლოგიკაა, სამ სულიან ოჯახზე 21 ათასი ლარი უწევს, რომლითაც ფიზიკურად ვერაფერს იყიდი. შემდეგ კიდევ 5 თვე მოანდომეს იმის მტკიცებას, რომ თურმე მართალი ვყოფილვარ და არ დამიწერია განაცხადი თანხით დაკმაყოფილებაზე.

ამ პერიოდში ვცხოვრობდი ქირით, რადგან დედაჩემის ნაყიდი ქონება, რომელიც გლდანში, მე-3 მიკრო რაიონში გვქონდა, დედაჩემის ჯანმრთელობის პრობლემის გამო გავყიდეთ. დედას სიმსივნის მე-4 სტადია აღმოაჩნდა. 4 წელიწადი და 8 თვე იცოცხლა, იმისთვის, რომ დედას ეცოცხლა, ყველაფერი გავყიდეთ. იპოთეკით დავტვირთეთ, თავიდან ვიხდიდით პროცენტებს, ვცხოვრობდი ჩვენი სახლის სარდაფში. ბინა იპოთეკარს დარჩა, სარდაფი დავაგირავეთ, რადგან ამ თანხით ქირა და დედის მკურნალობის ხარჯები დამეფარა. როცა ქირის გადახდას ვეღარ ვახერხებდი, მეპატრონემ ტანსაცმელი და ნივთები სახლიდან გამომიყარა.

პარალელურ რეჟიმში ვაკითხავდი სამინისტროს და დახმარებას ვითხოვდი. ორთვენახევრის წინ, „დირსის“ კომპლექსში მოვედი. სიმართლე გითხრათ აქ იმისთვის მოვედი, რომ დევნილების კორპუსიდან გადავმხტარიყავი, იქნებ დევნილთა სამინისტროს ამის შემდეგ მაინც დაეწყო რაღაცების შემჩნევა. აღარ მინდა იმ დღის გახსენება… შემდეგ მოვიდა ჩემი მეგობარი, ქალბატონი ნონა, რომელმაც მითხრა, რა დროს შენი სიცოცხლის ფატალურად დამთავრებააო. მითხრა, რომ იყო ცარიელი ბინა, ადექი შედი, ნივთებს ჩვენ შეგატანინებთ, ლამინატსაც მოგცემთო.

დამეხმარნენ და ნივთები „დირსის“ მე-14 C კორპუსის მე-16 სართულზე შევიტანე. აქ შემოსახლებამდე გადავიღე ფოტო მასალა, თუ როგორი მდგომარეობა იყო ამ საცხოვრებელში, რომ შემდეგ ვინმე არ მომდავებოდა რამის გაფუჭებაში. საჯარო რეესტრში ეს ბინა არავისზეა რეგისტრირებული. ასე ხდება ყოველთვის, როცა ასრულებენ საცხოვრებელს, შემდეგ არეგისტრირებენ.

როცა ჩემთან „დირსის“ წარმომადგენლები მოვიდნენ, შევეცადე ამეხსნა, რომ დევნილთან სამინისტრო არის ვალდებული შემიძინოს საცხოვრებელი ფართი, ვინაიდან მამაჩემი გარდაიცვალა აფხაზეთის ომში, რომელიც არის გენოციდის მსხვერპლი და გმირი – მეთქი.

მამას ქართველები გადმოჰყავდა სამშვიდობოს. სწორედ ამის გამო დააკავეს, გაასამართლეს და მოკლეს. შესაბამისად, მე უნდა შემიძინოს დევნილთა სამინისტრომ ბინა, რადგან არ გამაჩნია არანაირი საკუთრება. არ მაქვს არაფერი რაზეც მედავებიან. წარსულში არც არაფერი მქონია, არავისი ქონება მიმითვისებია. სწორედ ამას ვუხსნიდი „დირსის“ წარმომადგენლებს და ვთხოვდი, რომ არ ჩაეჭრათ ელექტრო ენერგია და წყალი. საცხოვრებელი, სადაც ახლა ჩემს შვილებთან ერთად ვარ შემოსული, არის შავი კარკასი, სადაც ჩამოდის წყალი. ცოტა ხელი შევავლე. ავუხსენი კომპლექსის წარმომადგენლებს და ვთხოვე, რომ მოეცათ დრო, რათა დევნილთა სამინისტრომ დააჩქაროს ის, რასაც 28 წელიწადია ვერ ახერხებენ.

ვემუდარე, მოეცათ გონივრული ვადა, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ჩვენ აზერბაიჯანული კომპანია ვართ და საქართველოს კანონები არ გვაინტერესებსო, ასე მითხრეს „დირსის“ წარმომადგენლებმა. ამის მერე ჩამიჭრეს შუქი და წყალი. ახლა, რომ აქ მოხვიდეთ ისე ცივა, როგორც გარეთ. შეგიძლიათ სასწრაფოშიც გადაამოწმოთ, გუშინწინ სიცივისგან ჩემი პატარა, რომელიც წლის და 8 თვის არის, მუცლის სპაზმი დაემართა და კრუნჩხვაში ჩავარდა. დილის 8 საათამდე მე და სასწრაფოს ექიმები ერთად ვუთბობდით ფეხებს.

ავრცელებენ ხმებს თითქოს, დედაჩემს დევნილთა სამინისტრომ მისცა ბინა, რაც დეზინფორმაციაა. დედამ თავისი შრომით შეიძინა ფართი. როდესაც სამინისტრო დევნილს აძლევს სახლს, ის ქულათა სისტემაში აღარ ირიცხება. შეგიძლიათ ჩემი პირადი მონაცემები გადაამოწმოთ. მაშინ როგორ მაქვს 4 ქულა და რატომ არ მიწერია, რომ დავკმაყოფილდი ფართით?!

რამდენიმე დღის წინ მოსული იყო ერთი ჟურნალისტი, რომელსაც აქაური მაცხოვრებლები დახვდნენ და უთხრეს, რომ დიანას მხარს იმიტომ არ ვუჭერთ, რომ მას დევნილთა სამინისტრომ უკვე გამოუყო ფართი და მან გაყიდაო. არც დედაჩემს და არც მე არასდროს დევნილთა სამინისტროსგან ფართი არ აგვიღია… დედა წელიწადზე მეტია რაც გარდაიცვალა… კერძო კლინიკაში იწვა და ბოლო პერიოდში თანხის გადაუხდელობის გამო ვეღარ მივდიოდი მის სანახავად. როცა გარდაიცვალა, ექიმმა მომწერა, ვიცი, რომ თბილისში ხარ და თანხის გამო არ მოდიხართ, მაგრამ იქნებ მიცვალებულს მიხედოთო.

სექტემბრის თვეში კიდევ ერთხელ მივმართე დევნილთა სამინისტროს, ბატონმა ლევან ჩიტაიშვილმა მომწერა წერილი, სადაც წერს, რომ დედაჩემს უფიქსირდებოდა ალტერნატიული ფართიო. ეს ბატონი ერთი წლის გარდაცვლილ ქალზე მწერს…

არ მაქვს სხვა გამოსავალი. ნამდვილად არ ვარ ამაყი იმით, რომ სხვის ქონებაში შევიჭერი. ვხედავ, რომ 28 წელიწადია ჩემი სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, საერთოდ არ მიმჩნევს. აქ ყოფნის პერიოდში სამინისტროდან მოვიდნენ და მითხრეს, ქირა, რომ გადაგიხადოთ გადახვალთო? 3-დან 6 თვემდეა პროგრამა და ყოველთვე უწევს დევნილს სიარული სამინისტროში და წუწუნი, რომ ქირის ფული დარიცხონ. იცით ქირის ფული რამდენია? 200 ლარი. სად უნდა ვიშოვო ამ თანხით ბინა? ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სათქმელი ჰქონდეთ, ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატივა და უარს ამბობსო.

როდესაც კრიმინალი არ ვიყავი და ადამიანურად დახმარებას ვთხოვდი, მაშინ რატომ არ მოიძია ჩემთვის ქირის ფული?! ახლა როცა კრიმინალი ვარ, მაშინ მიპოვეს და ყოველ დღე ისანი – სამოგორის მე-3 განყოფილებაში მიბარებენ დაკითხვაზე. „დირსმა“ დაწერა საჩივარი და სწორედ ამის გამო ყოველ დღე მატარებენ დაკითხვაზე.

 

პოლიციაში მეუბნებიან, რომ ვიკითხები მოწმის სტატუსით, მაგრამ ნებისმიერ წუთს შეიძლება დამიბარონ როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. მეუბნებიან, რომ მომიდგება მუხლი, რომელიც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, ან 2 წლიანი შინა პატიმრობას. წინა წელს „დირსში“ 190 ოჯახი შეიჭრა. აქედან 100 ოჯახი დააკმაყოფილა დევნილთა სამინისტრომ. დარჩენილი 90 ოჯახი, რომელსაც არ ჰქონდა თბილისის მიწერა და ქულები, დღემდე იმ ბინებში ცხოვრობენ. ელექტრო ენერგიაც აქვთ ბუნებრივი აირიც და წყალიც. ისინი ამ დრომდე ელოდებიან დევნილთა სამინისტროს განაჩენს.

მე ვითხოვ კონსტიტუციურ უფლებას, აღვზარდო ჩემი შვილები და ჩემი რამდენიმე მილიარდიანი ქონების სანაცვლოდ მომცენ ის 2 ოთახი, რომელიც ევროპამ დაუფინანსა დევნილს, ან დამირეგისტრირონ საჯარო რეესტრში ჩემი აფხაზეთში დეკლარირებული ქონება და მივმართავ სტრასბურგს. როდესაც ამინაზღაურებს მთავრობა ჩემი აფხაზეთში დატოვებული ქონების საზღაურს, მე ვიყიდი ჩემს ბინას.

ახლა ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი შვილები არ გაიყინონ ქუჩაში. ჩემი უფლებაა, დავიცვა შვილები და ამისათვის, რაც არ უნდა დამჭირდეს, ფართო მაშტაბიანი აქციებიდან დაწყებული, აქედან გადახტომით დამთავრებული, ყველაფერს გავაკეთებ. მივმართავ იმ დონორ ორგანიზაციებსაც, რომლებიც წლებია რიცხავენ თანხებს, რომელიც პირადად ჩემამდე არ მოსულა.

მესმის რომ „დირსი“ უცხოური კომპანიაა და მის ფართში შემოჭრის გამო, არაერთხელ მოვუხადე ადმინისტრაციას ბოდიში, მაგრამ ადამიანური ლოიალობაც ხომ არსებობს, როდესაც წლინახევრის ბავშვს ყინავ… არ ვიცი, ხვალ როგორ გათენდება… მთელი ცხოვრება ვიბრძვი, ვამტკიცებ და არაფერი არ ჩანს. დავიღალე. აქედან, რომ  გადავხტე, თუ ვიღაც აიღებს ვალდებულებას, რომ ჩემს შვილებს მიხედავს, ავდგები და ასე მოვიქცევი. ორთვენახევარი გვყინავენ, ლიფტი გათიშეს, ჩიპებს გვიბლოკავენ. ორთვენახევარი ფეხით ამოვდივართ და ჩავდივართ მე-16 სართულზე. არ ვარ ვიღაც უთავმოყვარეო ადამიანი, რომელსაც ამტკიცებინებენ, რომ მიჭირს. დედაჩემის დანატოვარი ავეჯი მიდგას და რომ შემოდიან, იძახიან აუ, ავეჯი გაქვსო?! დედაჩემის უკანასკნელი ხსოვნაც უნდა გავყიდო?!“ -ამბობს დიანა.

აღნიშნულ ისტორიასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ დევნილთა სამინისტროს დაუკავშირდა.

„დიანა არშბას განაცხადი შევსებული აქვს შვილთან ერთად შესყიდვის პროგრამაზე. მონიტორინგის მიერ ოჯახის მოკვლევა განხორციელდა  2018 წელს. 2018 წლის აგვისტოში უარი ეთქვა  დედის საკუთრებაში ცხოვრების გამო. დამატებით მოგახსენებთ,  რომ ქალბატონ დიანას,  ასევე შევსებული აქვს განაცხადი 2 შვილთან ერთად თბილისის ბინაზე (ორ ოთახიანი) და წინასწარი შეფასებით, მინიჭებული აქვს 4 ქულა. დღეის მდგომარეობით,  ქალაქ თბილისში, ბინის უზრუნველყოფის მონიტორინგი 2 ოთახიან ბინაზე ხორციელდება 4,5 ქულიდან და ზევით. ასევე გაცნობებთ, რომ ქალბატონი  დიანას ოჯახს, სააგენტოს მხრიდან, 2020 წლის დეკემბრის თვეში გაეწია ერთჯერადი ფინანსური დახმარება.

აქვე მოგახსენებთ, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობით, ქალბატონი დიანა მივიდა სოციალურ სამსახურში (კოვიდპანდემიის შეზღუდვების დროს) სადაც მან წარადგინა განცხადება და 2 დეკემბერს, მასთან მივიდა სოციალური აგენტი,  შეივსო დეკლარაცია, რომლის განხილვაც მოხდა დაჩქარებულად და უკვე, 2021 წლის 1 იანვარს მიენიჭა ახალი სოციალური ქულა, რაც ერთი ქულით გაზრდის მის მიერ შევსებულ განაცხადს და წინასწარ მინიჭებული 4 ქულის ნაცვლად, გაუხდება 5 ქულა.

ასევე, დიანა არშბას განცხადებით, მას მამა დაეღუპა აფხაზეთში, საომარი მოქმედებების დროს, თუმცა, არ ფლობს შესაბამის დოკუმენტს. დევნილთა სააგენტოს მიერ განხორციელდა მოკვლევა ვეტერანთა საქმეთა სამსახურში, მაგრამ, ვეტერანთა სამსახურში მის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნა.

ამასთან დაკავშირებით, დევნილთა სააგენტოს მხრიდან, დიანა არშბას გაეწია კონსულტაცია, დაეწერა განცხადება ვეტერანთა სამსახურში, სადაც მიიღებდა შესაბამის პასუხს, რომელსაც წარადგენდა სასამართლოში მამის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად და თუ დადასტურდებოდა , რომ მამა იყო გარდაცვლილი საომარი მოქმედებების შედეგად, მას დამატებით, კიდევ დაემატებოდა 1,5 ქულა. ამ ეტაპზე, თბილისის 2 ოთახიან ბინებზე უკვე დასრულებულია დოკუმენტაცია-ინფორმაციის დაზუსტების ვადა. აქედან გამომდინარე, ქალბატონი დიანა მომდევნო ეტაპს უნდა დაელოდოს.“ – აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება201

დაკავშირებული -პოსტები

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 14-16 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

როგორი ამინდი იქნება  14-15 მარტს საქართველოში  - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ კლინიკა “სენამედში” , სადაც 20 წლის გოგომ იმშობიარა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა
მთავარი

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში...

დაწვრილებითDetails

“სრული ბოდვაა”- კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

“ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა, ვიდრე რეალური დოკუმენტი” – ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები - ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...

დაწვრილებითDetails

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...

დაწვრილებითDetails

“აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიშია ” – თენგიზ შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

ეს არის აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში და ჩვენთვის დიდი ფასეულობა არ აქვს - მუქარებიც გაურიეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ წასვლას, რასაც მივესალმებით, ძალიან მომწონს ეს იდეა, რადგან იქ არანაირი მტკიცებულება არ...

დაწვრილებითDetails

“ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას. თან ხარობენ, თან უხერხულობისგან შეგნებულად ერიდებიან იმ თემებს, რაზეც საზოგადოების რისხვა დაატყდებათ თავს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სოციალურ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"